"ჩელსიმ" "მონაკოს" მცველი ბენუა ბადიაშილე 38 მილიონ ევროდ შეიძინა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით".
ლონდონურმა კლუბმა ბადიაშილეს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 21 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრებში პირველად გასული წლის სექტემბერში ითამაშა.