ფელიქსი სადებიუტო მატჩში გააძევეს - "ფულჰემის" ფანები "ჩელსის" დასცინოდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-7 ტურის გადატანილ მატჩში „ფულჰემმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდში პირველად ითამაშა ფელიქსმა, რომელიც იჯარით გუშინ აიყვანეს, ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და 58-ე წუთზე კენი ტეტესთან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს „ჩელსის“ ისტორიაში სადებიუტო შეხვედრაში ფეხბურთელის გაძევების პირველი შემთხვევაა.

მასპინძელთა გუნდის ფანები სკანდირებდნენ: „რა ტყუილად დახარჯეთ ფული“ – "ჩელსიმ" „ატლეტიკოს“ საიჯარო ხელშეკრულების თანახმად 11 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. „ჩელსის“ ფანები კი გადაყენებული მწვრთნელის, ტუხელის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

. „ჩელსიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო, 1 ფრედ
დაასრულა და 1 მოიგო.
. ვილიანი 26-ე ფეხბურთელია, რომელიც ადრე „ჩელსიში“ თამაშობდა და შემდეგ ამ გუნდს გაუტანა.

ლონდონი. „კრეივენ კოტეჯი“
ფულჰემი - ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 ვილიანი (25), 1:1 კულიბალი (47), 2:1 ვინისიუსი (73)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული