"ევერტონის" მწვრთნელად შონ დაიჩი დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ლივერპულურ გუნდში მან ფრენკ ლამპარდი შეცვალა, რომელიც გუნდს სათავეში 1 წლის მანძილზე ედგა.
დაიჩი ბოლო 9 სეზონი "ბარნლიში" მუშაობდა და ეს გუნდი 2022 წლის აპრილში დატოვა.
20 ტურის შემდეგ "ევერტონი" 15 ქულით პრემიერლიგაში მე-19 ადგილზეა.