Topskills Sports UK-ის ცნობით, "ბრაიტონი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "შახტარის" ცენტრალური მცველის, ნიკოლაი მატვიენკოს შეძენას ცდილობს.
ინგლისურმა კლუბმა "შახტარს" 26 წლის მატვიენკოში ჯერ 11 მილიონი ევრო შესთავაზა, შემდეგ - 20 მილიონი ევრო, ახლა კი - 20 მილიონი ფუნტი, პლუს 5 მილიონი შესაძლო ბონუსებით.
"მეშახტეები" თავიდან თანახმა იყო, მატვიენკო 30 მილიონ ევროდ გაეყიდა, მაგრამ ფასს აუწია და 35 მილიონ ფუნტს ითხოვს. მოლაპარაკებები გრძელდება.