მორგანი - მუდრიკზე: მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?

AutoSharing Option
პრემიერლიგის 22-ე ტურში, "ვესტ ჰემთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1), "ჩელსის" ნახევარმცველმა მიხაილ მუდრიკმა 67 წუთი ითამაშა, კარში არ დაურტყამს და დრიბლინგი არ განუხორციელებია.

100 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა ლონდონურ გუნდში ჩატარებულ მესამე შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ინგლისელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა დასცინა.

"მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული ინდაური?", - დაწერა მორგანმა "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
მარტო სირბილით და სისწრაით ფეხბურთი ითამაშებოდეს, ხუსეინ ბოლტი 10 გზის ოქროს ბურთის მფლობელი იქნებოდა
ოთარი
20 თებერვალი 2023 22:13
0
დემბელესთან ახლოსაც ვერ მივა მაგ ამბავში
ანზ
12 თებერვალი 2023 16:01
0
კვარას და მუდრიკის შედარება იმიტომ ხდება რომ ორივე ფეხბურთელი მარცხენა ფლანგიდან უტევს, უბრალოდ კვარა უფრო მრავალფეროვანია და თავისუფლად შეძლებს ცენტრალური თავდასხმელის გარდა სხვა შემტევ პოზიციაზე თამაშს! მუდრიკი და კვარა ორივე ძალიან სწრაფები არიან, ტექნიკური არსენალით კვარა ბევრად აღემატება! კვარას იმედი რომ მაღალ დონეზე ითამაშებდა საიდან გვქონდა? ეროვნულ ნაკრებში მაღალ დონეზე რომ თამაშობს ფეხბურთელი და ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის, მაკედონიის, ბულგარეთის და სხვა ნაკრების მცველებს რომ თავბრუს დაახვევ, ამასთან ყველა თამაშში რომ აქტიური ხარ ეგ არის ინდიკატორი რომ მაღალი დონის ხარ რა! აბა რუსეთის ჩემპიონატში მოტივაცია ჰქონდა დაკარგული და ფსიქოლოგიური მომენტიც იყო, ნორმალურად პასის მიმწოდებელიც არ ჰყავდა. წარმატებები მუდრიკს იმედია ათამაშდება ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
zaza
12 თებერვალი 2023 15:58
1
საგოლე მომენტში მაგისმა ვარდნამ გაალეტა ის გოლი. და კიდევ ჩელსიში ასე უცებ ვინ გახსნილა? მიქარა რო არსენალში არ წავიდა ეგ უკვე შახტარის ბრალია. მაგრამ დავაცადოთ.
არა რუსეთს
12 თებერვალი 2023 14:56
0
ვეთანხმები კომენტარების უმეტესობას.კვარა გვერდზე გადავდოთ და წიტაიშვილი,დავითაშვილი ან საბა ლობჟანიძე მუდრიკზე უკეთ ითამაშებდნენ ჩელსიში??დავითაშვილი ნამდვილად არაა უკრაინელზე მაღალი დონის ფეხბურთელი.დავითაშვილი არ იყო ნაკრების თამაშების მერე ან თუნდაც დინამო ბათუმში ყოფნისას სწორხაზოვან და არაინტელექტუალ ფეხბურთელად რომ მოიხსენიებდნენ გულშემატკივრები? ლიგა 2 იც პრემიერლიგასთან შედარებით სულ სხვა დონეა,თუნდაც ლიგა 1.ან საბა ლობჟანიძე არაა მორბენალი და სწორხაზოვანი? გასაგებია,რომ არ ღირს ამდენი,მაგრამ კვარას გარდა ვერცერთი ნაკრების ფლანგის შემტევი ვერ ითამაშებდა ჩელსიში მუდრიკზე უკეთესად ესაა რეალობა.შევეშვათ სხვების დაკნინებას და ჩვენებს მივხედოთ. (Ჩაკვე უფრო შემტევი ნახევარმცველია,მიქაუტაძე ფორვარდი,მათ ვერ შევადრებ მუდრიკს და ისეც კლასით ორივე ჯობია მას,კვარა ისეც სხვა დონეა.აი დანარჩენები არაცერთი არაა მუდრიკზე მაღალი დონე.
გიორგი
12 თებერვალი 2023 13:58
3
გაათეთრეს ფული, რად უნდა ბევრი ბაზარი:)
პროფესტო
12 თებერვალი 2023 13:54
3
Ნნორმალური ბიჭია ვერ ვხვდები რას ერჩის გულშემატკივარი.გასაგებია,რომ არ ღირს 100 მილიონი და არც კვარაზე ძლიერია,მაგრამ კვარას გარდა გვყავს მუდრიკის დონის შემტევები? ან კვარას გამოჩენამდე გვყავდა? უკრაინელებს მუდრიკამდე იარმოლენკო და კონოპლიანკა ყავდათ ტოპ ლიგებში,ამ დროს ჩვენები ყაზახეთში და რუსეთში ბურთაობდნენ.შეიძლება არაა ტოპ კლასი მაგრამ პერსპექტიული ბიჭია და შეუძლია განვითარება.რა თქმა უნდა ხვიჩა უფრო სხვა დონეა!❤
Მეზღვაური
12 თებერვალი 2023 12:39
4
სამაგიეროდ უკრაინელი ხომაა :)
რანელი
12 თებერვალი 2023 11:35
5
ერთი 0 მაგის გამო მიაწერეს ფასს
ნიკა
12 თებერვალი 2023 13:25
1
ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ ფულად მაქინაციას. კარგი ბიჭია, მაგრამ ჯერ 1 მილიონიანიც კი არ ნარის!
aburjga
12 თებერვალი 2023 13:09
2
მე ვიდეოები მაქვს ნანახი სწრაფიც არი და ტექნიკურიც შეიძლება მაგდენი არ ღირს მაგრამ საკმაოდ პერსპეკტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია!ეგრდვე რო ჩამოწერთ და ცუდი თამაშის მოხარულები რო ხართ,ეს სადაური წესია!?
777
12 თებერვალი 2023 11:17
2
მუდრიკს და ზახარიანს მათი აგენტები და გულშემატკივრები რეკლამას ასე უკეთებდნენ: "ნახეთ, რა კარგად თამაშობს იტალიაში კვარა. ჩვენი ბიჭიც წაიყვანეთ სწრაფად!"
და უტვინო ექსპერტებმა აიტაცეს ეს "ლოგიკა".
ქ. გ.
12 თებერვალი 2023 11:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული