ცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გაიყიდება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენით კატარის ემირი ინტერესდება. Sky Sport-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები ოფიციალურ შეთავაზებას პარასკევს მიიღებენ.

წყაროს ცნობით, გლეიზერების ოჯახი კლუბს მხოლოდ 5 მილიარდის სანაცვლოდ შეელევა. ცნობილია ისიც, რომ კატარელი ინვესტორები მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებენ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.

შეგახსენებთ, "იუნაიტედის" შეძენით გასულ ზაფხულს ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი ჯიმ რატკლიფიც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

alt"ბარსელონამ" სახლში "მანჩესტერს" ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 2 /
არავისთვის კარგი არ მოუტანია კლუბის გაყიდვა. უბედურება N1 იყო, როცა ტოტალიზატორები შემოვიდა ინტერნეტის კვალდაკვალ, მაშინ გაუფასურდა საფეხბურთო ღირებულებები და მეორე ეს კლუბების გაყიდვები უცხოელებზე!
მილანი, მანჩესტერი, პსჟ... ბარემ ქვეყანა გაყიდეთ როგორც შპს და ადგილობრივები დაქირავებული მუშა-ხელი იყოს (?!)...
ლაშა
11:05 17-02-2023
0
ილონ მასკიც ინტერესდებოდა
ჯუბა
09:22 18-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული