რაშფორდს გერმანიაში ეპატიჟებიან - "მანჩესტერი" ფეხბურთელთან განშორებას არ გეგმავს

AutoSharing Option
Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, მარკუს რაშფორდის დამატება სურს. მიუნხენელთა ბოსებს მიაჩნიათ, რომ 25 წლის ინგლისელი "ბარსელონაში" გადაბარგებული რობერტ ლევანდოვსკის ღირსეული შემცვლელი იქნება.

"რეკორდმაისტერის" სურვილის მიუხედავად, ფეხბურთელის ტრანსფერის ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან რაშფორდთან განშორებას თავად "იუნაიტედი" არ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მარკუსი ზედიზედ 5 შეხვედრაა გოლს იტანს. მან მიმდინარე პრემიერლიგის 25 შეხვედრაში 12 ბურთი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული