არ ათამაშებდა და გაუხარდა - ობამეიანგმა პოტერის წასვლა მოიწონა

AutoSharing Option
"ჩელსის" გაბონელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გრემ პოტერი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, მოიწონა.

მიზეზი, ალბათ, ყველასთვის გასაგებია, რადგან აფრიკელ ფეხბურთელს გუნდის აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი შანსს თითქმის არ აძლევდა.

ის ხშირად კლუბის განაცხადშიც ვერ ხვდებოდა, მოედანზე კი მხოლოდ ცვლილებაზე გამოდიოდა და რამდენიმე წუთი ეთმობოდა.

ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში 12 პრემიერლიგურ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული