ჰოლანმა ტრავმა მოირჩინა და "საუთჰემპტონთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა ტრავმა მოირჩინა და თამაში შეუძლია, - იტყობინება Sky Sports-ი.

"მან ბოლო ორი დღის მანძილზე კარგად ივარჯიშა, ასე რომ, მზად იქნება", - განაცხადა "ქალაქელთა" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, საზარდულის ტრავმის გამო ჰოლანი ნორვეგიის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევროშესარჩევის მატჩში ვერ დაეხმარა.

ჰოლანმა ამ სეზონში პრემიერლიგის 26 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 8 აპრილს "საუთჰემპტონთან" ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოროტი არ ვარ, მაგრამ საქართველოსთან განმეორებით მატჩს თუ ისევ გამოტოვებს ძალიან გამიხარდება
ვანჩოპე
19:50 07-04-2023
0
ამ დეგენერატ "გოძილას" ვერ ვიტან, რაღაცნაირად უშნო ტიპია.
ლაშა
23:05 07-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული