ლონდონური გუნდის ბორდმა არგენტინელთან პირველად შეთანხმებას უკვე მიაღწია. პროცესი გრძელდება და წესით, ყველაფერი მალე უნდა დასრულდეს.
უფრო მეტიც, რომანოსვე ცნობით, პოჩეტინომ თავის სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ ახალი თავგადასავლისთვის მოემზადონ.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის სპეციალისტი ბოლოს პსჟ-ს ედგა სათავეში, საიდანაც 2022 წელს დაითხოვეს, იქამდე კი ის ლა ლიგაში "ესპანიოლს", ხოლო პრემიერლიგაში "საუთჰემპტონსა" და "ტოტენჰემს" ავარჯიშებდა.