27 წლის კამერუნელის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "ჩელსი" ინტერესდებიან.
მილანური კლუბის კიპერის ღირებულებად 40 მილიონი ევრო სახელდება.
ონანა "ინტერში" 2022 წლის ზაფხულში "აიაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. მან 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლი გაუშვა.