გიჟური მატჩი "ენფილდზე" - კლოპმა ჯოტას გოლის შემდეგ მეოთხე მსაჯთან მიირბინა და შემდეგ ტრავმაც მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 4:3 მოიგო.

"მერსისაიდელები" მე-15 წუთზე უკვე 3:0 იგებდნენ, მაგრამ მოულოდნელად "სპურსმა" დაბრუნება მოახერხა და რიჩარლისონმა 93-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ამის მიუხედავად, "ენფილდის" ბინადრებმა 94-ე წუთზე ჯოტას გოლით 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს, რის შემდეგაც კლოპმა მეოთხე მსაჯთან მიირბინა, გატანილი ბურთი ემოციურად აღნიშნა და თამაშის დასრულების შემდეგ გაფრთხილებაც მიიღო.

გერმანელი იმით იყო უკმაყოფილო, რომ რიჩარლისონის გამათანაბრებელ გოლამდე მათ კარში ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ შეიძლება ეს კაცი არ გიყვარდეს?!:)))
ძაან შეეფერება ლივერპულს და მგონი მომავალ სეზონს თავის სიტყვას კიდე იტყვის ლივერპული
ზურა
09:45 02-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული