"მას "სპარტაკი" უყვარს" - ზიეჩი მოსკოვში მეგობართან ჩავიდა და ღონისძიებებს ესწრება, როგორი იქნება მუდრიკის რეაქცია?

AutoSharing Option
"ჩელსის" მაროკოელი შემტევი ჰაკიმ ზიეჩი მოსკოვში იმყოფება. როგორც ირკვევა, ის რუსეთის დედაქალაქში თავისი მეგობრის, ქვინსი პრომესის სანახავად ჩაფრინდა, ვისთან ერთადაც "აიაქსში" ბურთაობდა.

ეს ყველაფერი რუსულ პრესას თავად ნიდერლანდელმა გაანდო და უთხრა, რომ ზიეჩს მოსკოვის "სპარტაკი" ძალიან უყვარს.

მაროკოელი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოებასაც დაესწრო. ის დღეს ადგილობრივი მედიალიგის მატჩზეც პრომესთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

Isport.ua სვამს კითხვას, რა რეაქცია ექნება ამაზე ჰაკიმის ამჟამინდელ თანაგუნდელს, უკრაინელ მიხაილო მუდრიკს? - მისი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ზიეჩი, მაგრად შეცდა, ხოშტარიას რო არ დაეკითხა, შეიძლება თუ არა რუსეთში ჩასვლაო?
ზურა
18:35 05-06-2023
28
მუდრიკი ვისი ტრიკი-ტომარაა?!
ლაშა
17:54 05-06-2023
15

სიახლეები პოპულარული