გუშინ Evening Standard-მა "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლაზე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა დღეს Sky Sports-ი იტყობინება, რომ მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კეპა არისაბალაგას შემცვლელს არ საჭიროებს.
გამოცემის ცნობით, პოჩეტინო კეპას ძირითად მეკარედ მიიჩნევს, ედუარდ მენდის გასაშვებად მზადაა, სხვა მეკარეს არ დაიმატებენ და საერთოდ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სხვა პოზიციების ფეხბურთელების შეძენა სურთ.
28 წლის კეპამ გასულ სეზონში "ჩელსიში" ყველა ტურნირზე 39 მატჩში 45 გოლი გაუშვა და 12-ჯერ შეინახა კარი მშრალად.