ზიეჩი რონალდოსთან - მაროკოელი უახლოეს ხანში "ალ ნასრის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსის" შემტევი ჰაკიმ ზიეჩი კარიერას "ალ ნასრიში" განაგრძობს, რომლის ღირსებასაც კრიშტიანო რონალდო იცავს.

საუდის არაბეთის კლუბმა ლონდონელებთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა. მაროკოელი ახალ გუნდთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და სეზონურად 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება "ალ ნასრის" ზიეჩის გადაბირება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული