მოგეხსენებათ, "არისტოკრატებს" "ბენფიკადან" ენცო ფერნანდესის დამატება სურს და ბოლო ინფორმაციით, საწადელის მიღწევასთან ახლოს არიან.
ინგლისური კლუბი 115 მილიონი ევროს გადახდასაა ყაბულს, რასაც, დიდი ალბათობით, პორტუგალიელებიც დათანხმდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგა, "ჩელსი" 2 ფეხბურთელის წასვლას მწვანე შუქს აუნთებს.
ჰაკიმ ზიეჩი პსჟ-ში გადავა, ხოლო ჟორჟინიო - "არსენალში".