როგორც იცით, მცველი იოშკო გვარდიოლი "ლაიფციგიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადადის. ამის შესახებ კომენტარი ინგლისური გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
"რა შეეხება გვარდიოლს, როგორი ლამაზი გვარი აქვს! ის სამედიცინო შემოწმებას გადის. ყველამ იცის, რომ აქაა. იმედია, ტრანსფერი უახლოეს საათებში განხორციელდება", - ციტირებს გვარდიოლას Goal-ი.
"სიტი" ხორვატს 90 მილიონ ევროდ შეიძენს და ეს ისტორიაში მცველის ყველაზე ძვირი ტრანსფერი გახდება.