BBC-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ტრავმირებულ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს 4 თვე მოუწევს უქმობა.
დე ბრუინმა "ბარნლისთან" პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის 23-ე წუთზე მიიღო ტრავმა და მატეო კოვაჩიჩმა შეცვალა.
"სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზულია და შეიძლება ბელგიელს ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს.