სალაჰიც საუდის არაბეთში მიდის - ეგვიპტელს სუპერშეთავაზება აქვს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ "ლივერპულის" ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება აქვს.

"ალ იტიჰადი" 31 წლის ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონურად 80 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობს.

არაბები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ ტრანსფერისთვის 90 მილიონი ევრო გაიღონ და გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" გარიგებაზე თანახმაა, ნავსაყუდელის გამოცვლაზე კი უარზე არც თავად ეგვიპტელია.

სალაჰს "მერსისაიდელებთან" შრომითი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კვირკველია თავის დროზე ინგლისში ვერ გადავიდა, ეხლანკი პრემიერლიგა კი არა მთელი ტოპ 5 მაგასთან გადადის ჩემპიონატში :-D
რრრ
15:29 24-08-2023
0
ევროპაში რჩება ვინმეე
იმერიელი.
15:45 24-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული