"არ ვიცი, რატომ არ გამოსდით ჩემს ფეხბურთელებს" - ერიკ ტენ ჰაგი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ "ეშმაკების" მოთამაშეები ადამიანები არიან, არა რობოტები და ის შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. 

"მე გუნდზე ზეწოლას ვახდენ და მათ მოთხოვნებს ვუყენებ, თუმცა ფეხბურთელები ადამიანები არიან, რობოტები არა. რატომ არ გამოსდით ისე თამაში, როგორც გვინდა? არ ვიცი, ამის გაგებას ვცდილობ, ვცდილობ გამოსავლის პოვნასა და ჩემი მოთამაშეების მოტივირებას," - თქვა ნიდერლანდელმა. 

ტენ ჰაგის გაწვრთილმა გუნდმა ზედიზედ სამი თამაში წააგო. ბოლოს, მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ დამარცხდნენ (3:4). დღეს, 23 სექტემბერს, "იუნაიტედი" შინ "ბარნლის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მეგონა ემიუს დირექორატი ასეთი იდიოტის დატოვებას და თავისი ლეგენდის გაშვებას თუ ამჯობინებდა…დააბრუნეთ სერ ალექსი დააბრუნეთ!
BOSS
21:20 23-09-2023
1
გამოდის შენ ხარ მიზეზი. ზეწოლა ყოველთვის არ ამართლებს. ხანდახან განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ან უკეთესს რას ელოდებოდა: დაცვის ცეტნრში მაგუაიერი და ევანსი ყავს. სანჩოს არ აბრუნებს. უარესი და უარესი იქნება მას შემდეგ რაც რონალდუ გააგდო
Nick
15:43 23-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული