"ლივერპულის " ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მიხაილ მუდრიკზე ისაუბრა.
"შენ იფორმებ ახალ ფეხბურთელს და ხედავ, რომ საქმე ისე არ მიდის როგორც საჭიროა. ხარ "ჩელსი", გადაიხადე 80 მილიონი ფუნტი, თუმცა ამის შემდეგ ორივე ფლანგის ვინგერების დამატებას განაგრძობ, ვფიქრობ, ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს.
მუდრიკს აქვს იმის პოტენციალი, რომ ათამაშდეს, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს ისეთ დროს, როცა 2 შეხვედრაში შენს პოზიციას სხვა დაიკავებს" - განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, მიხაილი "შახტარიდან" "ჩელსიში" იანვარში გადავიდა, პრემიერ ლიგაში ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა და
გოლი ჯერ არ გაუტანია.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით