84 წლის ასაკში ალექს ფერგიუსონის მეუღლე გარდაიცვალა

AutoSharing Option
84 წლის ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის მეუღლე კეტი ფერგიუსონი გარდაიცვალა, ამის შესახებ განცხადება ყოფილი დამრიგებლის ოჯახმა გაავრცელა.

"ღრმად ვწუხვართ ლედი კეტი ფერგიუსონის გუშინ გარდაცვალების გამო, რომელსაც დარჩა ქმარი, სამი ვაჟი, ორი და, 12 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. ოჯახი ამ დროისთვის ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსი და კეიტი 1966 წელს დაქორწინდნენ. ხვალ "ბრენტფორდთან" მატჩზე "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელები სამგლოვიარო სამკლაურით გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული