86 წლის ასაკში ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა.
ბობი ჩარლტონი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ერთ-ერთ უდიადეს ფეხბურთელად მიიჩნევა. 1956-1973 წლენში მან კლუბში 758 მატჩში 249 გოლი გაიტანა. "იუნაიტედთან" ერთად ბობი ჩარლტონი ინგლისის ჩემპიონი (სამჯერ), ინგლისის თასის და ინგლისის სუპერთასის (ოთხჯერ) გამარჯვებული გახდა. გადაიტანა მიუნხენის ტრაგედია და 10 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასი აღმართა. იქამდე არც ერთ ინგლისურ გუნდს ამ ტურნირზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.
1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად, რომლის ღირსებასაც მისი ძმა, "ლიდსის" ლეგენდა ჯეკი
იცავდა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იმავე წელს "ოქროს ბურთი" მოიპოვა. მუნდიალის ნახევარფინალში ლეგენდარული ეუსებიოს პორტუგალიასთან დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. ეროვნულ გუნდში მან 106 მატჩში 49 გოლი გაიტანა.