"მანჩესტერ იუნაიტედის" ექსმცველმა რიო ფერდინანდმა გაამხილა, რატომ არ გადავიდა 2020 წელს ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი "ბირმინგემიდან" მის ყოფილ გუნდში.
"ის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვდა, მაგრამ ამის პირობა არ მისცეს. ეს ინფორმაცია ძალიან სანდო წყარომ მაცნობა. მაშინ მან უთხრა: "ჩემი თავის ფასი ვიცი. თუ ისეთად არ მაფასებთ, როგორიც ვარ, მე სხვა კლუბში გადავალ", - ციტირებს ფერდინანდს Sportskeeda.
2020 წელს ბელინგემი "დორტმუნდში" გადაბარგდა, იქიდან კი "რეალში" გადავიდა.