მანჩესტერის ერთი გუნდიდან მეორეში - ტენ ჰააგს "სიტის" ფეხბურთელი სურს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" თანაქალაქელი "სიტის" ნახევარმცველის, კალვინ ფილიპსის შეძენა სურს.

"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს მიაჩნია, რომ ინგლისელი მისი გუნდის სქემაში კარგად ჩაჯდება.

შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა ზამთარში სცადონ, ზაფხულში კი გამოისყიდონ.

28 წლის ფილიპსის სატრანსფერო ღირებულებად 32 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მგონია ამ სეზონის ბოლომდე გაატანოს ბატონმ მკვეხარა ქოთანმა თენნჰაგმა.ერთი თასი მოიგო და ამოხტა ფეხსაცმლოდან,სხვას მოვიგებთ რა პრობლემააო,რა უნდა მოიგო ბიჭო,წადი ბორნმუთს,კოპენჰაგენს და გალათასარაის მოუგე ჯერ საცოდავო.მანჩესტერი-ბორნმუთი 0-3.ამ შედეგით ყველაფერი ნათქვამია,ამის მერე ამ კაცის ყოველი გატარებული დღე მანჩესტერში ზარალია.
Master
16:22 11-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული