ჰენდერსონს საუდის არაბეთში ცხოვრება და თამაში არ მოეწონა

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ლივერპულის" ყოფილ ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონს "ალ იტიფაკის" დატოვება და ინგლისში დაბრუნება სურს.

გამოცემის მტკიცებით, 33 წლის ჰენდერსონი ვერ შეეგუა საუდის არაბეთის ცხოვრების წესს, სიცხეს, მაღალ ტენიანობას და არ მოსწონს, რომ სტადიონებზე მატჩებისას ცოტა მაყურებელია. ის მზადაა ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმდეს და სატრანსფერო ფანჯრისას ნებისმიერი კლუბის წინადადება განიხილოს.

ჰენდერსონი "ალ იტიფაკში", რომელსაც სტივენ ჯერარდი უდგას სათავეში, 2023 წლის 27 ივლისს გადავიდა. ჯორდანი "ლივერპულის" ღირსებას 2011-2023 წლებში იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მტერმა იცხოვრა იქ
ვარლამი,პოლონეთიდან
04:34 07-01-2024
1
რას ელოდებოდი აბა ჯიგარო, გრილი სიო და სასიამოვნო სიგრილე დაგხვდებოდა?
YNWA
16:07 18-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული