დრამა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" და "სიტიმ" ქულები გაიყვეს, "არსენალი" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას გვარდიოლას გუნდი ფლობდა და 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა "ქალაქელები" დააწინაურა.

მეორე ნახევარში "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, 49-ე წუთზე ედერსონი გამოსვლაზე შეცდა და "სიტის" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ალექსის მაკ ალისტერმა აქცია.

დარჩენილ დროში გუნდებმა არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.

ამრიგად, "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს კი "არსენალი" და "ლივერპული" 64 ქულით იყოფენ.

"სქაუზერები" მორიგი
ტურის მატჩს 17 მარტს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავენ. "მანჩესტერ სიტი" 31 მარტს, "არსენალს" დაუპირისპირდება.

alt"ჩემი აზრით, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება"- კარაგერი ფოდენზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორიბეს შეიძლება ძვირდ დაუჯდეს 2 ქულის დაკარგვა..გენიოსი რომ არის გვარდიოლა მსოფლიომ იცის..მაგრამ კლოპიც მაგარია ..დონე თამაში იყო..
კიეზა
15:38 11-03-2024
0
ბოლოს პენალტი იყო მაკალისტერზე. კინაღამ წელში გადატეხა ტიპი.
ვანჩოპე
00:24 11-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული