7-გოლიანი თრილერი და პალმერის ჰეთ-თრიქი - "ჩელსიმ" "იუნაიტედი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 31-ე ტურში "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე კონორ გალაჰერმა გახსნა, მე-19 წუთზე კი კოულ პალმერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

34-ე წუთზე მოისეს კაისედოს შეცდომით ალეხანდრო გარნაჩომ ისარგებლა და "იუნაიტედმა" ჩამორჩენა შეამცირა. მალევე ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 67-ე წუთზე გარნაჩომ დუბლი შეასრულა.

თითქოს შეხვედრაში აღარაფერი უნდა მომხდარიყო, თუმცა 90+10 წუთზე კოულ პალმერმა ანგარიში გაათანაბრა, ერთ წუთში კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და "ჩელსიმ" გაიმარჯვა.

ამრიგად, "ჩელსი" 43 ქულით პრემიერლიგის
სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.

"იუნაიტედი" ჩემპიონატში 48 ქულით მე-6 ადგილზეა. "წითელი ეშმაკები" 7 აპრილს "ლივერპულს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული