საბო: მუდრიკმა უკრაინელ ფეხბურთელებს ანტირეკლამა გაუკეთა

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ნახევარმცველების - ვლადიმერ ბრაჟკოს (კიევის დინამო) და გეორგი სუდაკოვის (შახტარი) სათამაშო დონე შეაფასა:

"მაღალი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს! ჩემი აზრით, ნომერ პირველი ბრაჟკოა. ის პირველი წავა საზღვარგარეთ. კარგი მონაცემები აქვს: ბურთის ართმევა, მოედნის ხედვა, გადაცემები და შესანიშნავი დარტყმა. მეორე ასეთი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატში არ არის.

სუდაკოვი? ის ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. შრომისუნარიანია, მაგრამ ართმევაზე კარგად ვერ მუშაობს. მასზე ბევრს წერენ, თუმცა "შახტარში" მიეჩვივნენ ძვირად გასაყიდად საკუთარი ფეხბურთელების მიმართ ინტერესის გაზრდას, როგორც
ეს მუდრიკის შემთხვევაში მოხდა. მუდრიკის შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებს აღარ ყიდულობენ. მან "ჩელსიში" ასპარეზობით ჩვენს მოთამაშეებს ანტირეკლამა გაუკეთა.

მე საერთოდ არ მესმის, ლონდონური კლუბი მას არ აკვირდებოდა?! რა უნარები დაინახეს მუდრიკში? სისწრაფის გარდა, არაფერი არ აქვს! მეტოქეებმა შეისწავლეს და დაზღვევით აჩერებენ. ერთი-ერთზე უკვე არავინ ეთამაშება. ამიტომ პრემიერლიგაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გადაფასებულია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მუდრიკი არ არის ცუდი ფეხბურთელი უბრალოდ არასწორ გუნდში მოხვდა. ავიღოთ ტიერი ანრი, თავის დროზე მარჩელო ლიპიმ დაიწუნა, ფეხბურთი არ არის შენი საქმეო, ვენგერმა კიდევ მსოფლიო დონედ აქცია, ბევრია ასეთი მაგალითი როდესაც ფეხბურთელი ვერ ახერხებს თავის შესაძლებლობების ჩვენებას კონკრეტულ გუნდში, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალო ამ დროს კლუბი
მამუკა
26 აპრილი 2024 15:05
6
ზუსტაც, ჩვენი კვარა-მარადონაც გაშიფრეს ფრაერივით, ერთი-ერთზე ბოლოს როდის ნახეთ რომ ეთამაშენ, მხოლოდ დაზღვევით და კაპუუტტ!! ეს აქ იყო ერთი ამბავი ატეხილი-კარვახალს ღამეები არ სძინავსო შიშითო-ესპანეთთან და რეალის თამაშის წინ, ხავი არაუხოს გადმოყვანას აპირებს ფლანგზე რომ როგორმე გააჩეროსო და კიდევ ათას სახალისო სისულელეები....მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ კვარა იტალიის სერიას ან ფარჩაკი ნაპოლის დონის ფეხბურთელი არა არის, პირიქით იქ მართლა მარადონაა...ისე როგორც ჩვენში ეზოში თამაშისას გამორჩეულ ბავშვებს პელეს, მესის ან როლანდუს შეარქმევე ხოლმე, მაგრამ მეზობელ უბანში ისინი უკვე ვეღარ ქაჩავენ, რადგან იქ თავისი ჰალანდი და ვან ბასტერი ყავთ.. დაახლოებით ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც-ვერონასთან, სასულოსთან, ნაკრებში კვიპროსთან,მონგოლეთ-ტაილანთან ამირანია, მაგრამ ძლიერ გუნდებთან პრიციპულ თამაშებში,როცა სატურნირო თვალსაზრისით აუცილებლად მოსაგებია ჩვეულებრივი საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელია,რომელსაც არ შეუძლია გუნდის აყოლიება-ყოჩობა და კრიტიკულ მომენტში მატჩის ბედის გადაწყვეტა....ფეხბურში ნამდვილი ვასკვლავს სწორედაც ეს უნდა შეეძლოს, თორემ სოფასკორეს და ფლეშსკორეს შეფასებები ვის რაში სჭირდება ან რამდენ ფასს დაადებს ვიღაც მაფიოზა მფლობელი და ჩალიჩა აგენტი, მთავარი ხომ შედეგია და კიდევ ვინ რამდენს გადაიხდის.
tENGO
26 აპრილი 2024 11:05
29
სოფასკორეს და ფლეშსკორეს შეფასებები დამყარებულია სტატისტიკაზე, იმ მოქმედებებზე, რომელიც გავლენას ახდენს თამაშზე. სამ მწვრთნელს რომ გამოიცვლის კლუბი და ნახევარი გუნდი წასვლაზე ფიქრობს, ერთი კაცი როგორ ათრევს გუნდს, სერია ა გლდანის კორპუსის ეზოს ფეხბურთი ხომ არ არის?!!!
ნუგზარი
26 აპრილი 2024 13:56
3
ასეთი ზუსტი შეფასება კვარაცხელიასი ჯერ არ წამიკითხავს. ზუსტადაც .
დიახაც
26 აპრილი 2024 12:20
9
კიდე ერთი გადაფასებული ვიცი ვითომ მარადონა.
ვაჟა
26 აპრილი 2024 08:45
49
კვარას დონეზე მუდრიკს არც კი მივასუნინებ...
სიმართლე
26 აპრილი 2024 10:49
8
ბაზარში ორი გიჟია.მყიდველი და გამყიდველი,მაგრამ თუ ფეხბურთელს ორი კაცი იჭერს,სადღაც დაცვაში,თავისუფალი სივრცე ჩნდება,რომელიც გუნდმა უნდა გამოიყენოს!
სოსო
26 აპრილი 2024 05:37
4
ასეთი სისწრაფის ფეხბურთელს,დაზღვევის გარეშე ვერ დატოვებ.
სოსო
07 მაისი 2024 22:37
0
მუდრიკის დჭერას ორი კაცი უნდა?
ჟორა
26 აპრილი 2024 10:16
2
მუდრიკი ისევე გადაფასებულია, როგორც თვით პრემიერლიგა!
ლაშა
26 აპრილი 2024 04:00
16
პატრონი რო აღარ გეყოლება ნახავ რას გიზავთ შენნაირ კლიზმებს
Yasabi1
26 აპრილი 2024 08:20
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული