საბო: მუდრიკმა უკრაინელ ფეხბურთელებს ანტირეკლამა გაუკეთა

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ნახევარმცველების - ვლადიმერ ბრაჟკოს (კიევის დინამო) და გეორგი სუდაკოვის (შახტარი) სათამაშო დონე შეაფასა:

"მაღალი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს! ჩემი აზრით, ნომერ პირველი ბრაჟკოა. ის პირველი წავა საზღვარგარეთ. კარგი მონაცემები აქვს: ბურთის ართმევა, მოედნის ხედვა, გადაცემები და შესანიშნავი დარტყმა. მეორე ასეთი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატში არ არის.

სუდაკოვი? ის ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. შრომისუნარიანია, მაგრამ ართმევაზე კარგად ვერ მუშაობს. მასზე ბევრს წერენ, თუმცა "შახტარში" მიეჩვივნენ ძვირად გასაყიდად საკუთარი ფეხბურთელების მიმართ ინტერესის გაზრდას, როგორც
ეს მუდრიკის შემთხვევაში მოხდა. მუდრიკის შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებს აღარ ყიდულობენ. მან "ჩელსიში" ასპარეზობით ჩვენს მოთამაშეებს ანტირეკლამა გაუკეთა.

მე საერთოდ არ მესმის, ლონდონური კლუბი მას არ აკვირდებოდა?! რა უნარები დაინახეს მუდრიკში? სისწრაფის გარდა, არაფერი არ აქვს! მეტოქეებმა შეისწავლეს და დაზღვევით აჩერებენ. ერთი-ერთზე უკვე არავინ ეთამაშება. ამიტომ პრემიერლიგაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გადაფასებულია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბაზარში ორი გიჟია.მყიდველი და გამყიდველი,მაგრამ თუ ფეხბურთელს ორი კაცი იჭერს,სადღაც დაცვაში,თავისუფალი სივრცე ჩნდება,რომელიც გუნდმა უნდა გამოიყენოს!
სოსო
05:37 26-04-2024
4
ზუსტაც, ჩვენი კვარა-მარადონაც გაშიფრეს ფრაერივით, ერთი-ერთზე ბოლოს როდის ნახეთ რომ ეთამაშენ, მხოლოდ დაზღვევით და კაპუუტტ!! ეს აქ იყო ერთი ამბავი ატეხილი-კარვახალს ღამეები არ სძინავსო შიშითო-ესპანეთთან და რეალის თამაშის წინ, ხავი არაუხოს გადმოყვანას აპირებს ფლანგზე რომ როგორმე გააჩეროსო და კიდევ ათას სახალისო სისულელეები....მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ კვარა იტალიის სერიას ან ფარჩაკი ნაპოლის დონის ფეხბურთელი არა არის, პირიქით იქ მართლა მარადონაა...ისე როგორც ჩვენში ეზოში თამაშისას გამორჩეულ ბავშვებს პელეს, მესის ან როლანდუს შეარქმევე ხოლმე, მაგრამ მეზობელ უბანში ისინი უკვე ვეღარ ქაჩავენ, რადგან იქ თავისი ჰალანდი და ვან ბასტერი ყავთ.. დაახლოებით ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც-ვერონასთან, სასულოსთან, ნაკრებში კვიპროსთან,მონგოლეთ-ტაილანთან ამირანია, მაგრამ ძლიერ გუნდებთან პრიციპულ თამაშებში,როცა სატურნირო თვალსაზრისით აუცილებლად მოსაგებია ჩვეულებრივი საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელია,რომელსაც არ შეუძლია გუნდის აყოლიება-ყოჩობა და კრიტიკულ მომენტში მატჩის ბედის გადაწყვეტა....ფეხბურში ნამდვილი ვასკვლავს სწორედაც ეს უნდა შეეძლოს, თორემ სოფასკორეს და ფლეშსკორეს შეფასებები ვის რაში სჭირდება ან რამდენ ფასს დაადებს ვიღაც მაფიოზა მფლობელი და ჩალიჩა აგენტი, მთავარი ხომ შედეგია და კიდევ ვინ რამდენს გადაიხდის.
tENGO
11:05 26-04-2024
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული