ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, პსვ-ის ყოფილი თავკაცი "ლესტერის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია.
"მელიების" რიგები ენცო მარესკამ დატოვა, რომელიც უახლოეს დღეებში "ჩელსის" ჩაიბარებს და ამ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დარჩა.
ნისტელროიმ კარიერის საუკეთესო წლები პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში გაატარა. მისი დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა მხოლოდ პსვ-ში იყო, რომელსაც ნიდერლანდების თასი და სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ გასული წლის მაისში კლუბი იმის გამო დატოვა, რომ მხარდაჭერას არ გრძნობდა.
წარმატებები