ოფიციალურად: "ჩელსიმ" ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ ლა ლიგის ბინადარ "ვილიარეალიდან" 24,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ 22 წლის მეკარე ფილიპ იორგენსენი დაიმატა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" ახალგაზრდა კიპერს გრძლევადიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გასულ სეზონში იორგენსენმა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფორმა 38 შეხვედრაში მოირგო და 66 გოლი გაუშვა.

შეხსენებისთვის, "ჩელსის" სახელს საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ და ამ ტრანსფერის შემდეგ ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფერი არ გამოირიცხა. თუ მიაღწევენ ვალენსიასთან შეუთანხმებას ფასის შესახებ, ამ დირკა მეკარეს იჯარით გაუშვებენ სადმე.
რეალობა
12:19 31-07-2024
0
აქ ჩვენთნ უკავშირებენ ყველა ტოპ გუნდს მამარდას თორემ როგორც ჩანს იქ მაინდამაინც არც არიან დაინტერესებული ბობოლა გუნდები მასში ათეული მილიონი გადაიხადოს. მე თუ მკითხავთ უნდა დარჩეს იქ სადაც არის და ყოველ დღე სანთელი აანთოს ტრადიციული გუნდის-ვალენსიის პირველი კიპერი რომ არის...აქ ჩვენ ვართ გადარეულები მისი თამაშით თორემ ევროზე ოოთხ თამაშში 8 გოლის გაშვება და კიდევ სამი ვარის მიერ გაუქმებული გოლი სტატისტიკურად ბევრია, თანაც თურქეთის ფეხბურთელებმა ლამის ბოსფორის სრუტიდან გაუტანეს.
leqso
15:19 31-07-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული