The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა ჯიბის ქურდებს თანხა გადაუხადა და ისინი გუნდის ვარჯიშზე, სადილის დროს მიიწვია.
"მეთოფეების" დამრიგებელმა საიდუმლოდ მიიყვანა ჯიბის ქურდები და ისინი ფეხბურთელებთან ერთად სადილზე დაპატიჟა. მათთვის სპეციალური დავალება ჰქონდა - ქურდებს დაცვისა და მოთამაშეებისთვის თავი ისე უნდა აერიდებინათ, რომ ფეხბურთელთა ტელეფონები და საფულეები მოეპარათ.
ამ დადგმის ბოლოს არტეტამ მოთამაშეებს ჯიბეების ამოტრიალება სთხოვა - აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ძვირფასი ნივთები დაკარგვოდა. მთავარი მწვრთნელის მიზანი მარტივი იყო: ამ მოქმედებით თავისი გუნდის წევრებს აჩვენა, რომ არასდროს უნდა მოდუნდნენ.
12:48 09-08-2024
The Athletic: მიკელ არტეტამ ჯიბის ქურდები დაიქირავა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ალბათ ჩვენებურები იყვნენ.
18
6
არტეტას თურმე ფამფალა და ჭიპიტონა დაუქირავებია :))))
6
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
29.00 k
45.00 k
სიახლეები
პოპულარული