მამარდაშვილს "ლივერპულში" სალაჰიც დახვდება - ეგვიპტელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა "მერსისაიდულ" გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

32 წლის ეგვიპტელს "ენფილდის" ბინადრებთან შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის შემდეგ ეწურება, მაგრამ უახლოეს პერიოდში მის გაგრძელებაზე მოლაპარაკება დაიწყება.

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ სალაჰი შესაძლოა, საუდის არაბეთში გადაბარგებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში "ლივერპულს" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მამარდაზე რომ ცუდს დაწერ ან ტვინში გაკლია ან ბრიყვულად ვითომ ხუმრობ ან სულაც ცხოვრებისგან გაბოროტებული ხელმოცარული ადამიანი ხარ
იბრუხ მართალი
15:03 05-09-2024
0
ეეეჰ დავკარგეთ ერთმანეთის პატივისცემა და ესაა.რამ გაგაბოროტათ ქართველებო?ჩვენი ბიჭები ფეხს იკიდებენ ნელ ნელა დიდ ფეხბურთში და სიხარულის მაგივრად ვამცირებთ და უადგილო კომენტარებს ვწერთ.სირცხვილია
გელა
13:58 05-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული