27 წლის ურუგვაელის საქმეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს, რომელიც ფეხბურთელს ბრალს რასისტულ გამონათქვამში სდებს.
ბენტანკურს ამ ზაფხულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სთხოვა, რომ სონის მაისური ეჩუქებინა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ეს არა სონის, არამედ შესაძლოა, ბიძაშვილის მაისური იყო, რადგან ისინი ყველანი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
ბენტანკურს ბრალად ედება მედიასთან ურთიერთობისას არასათანადო ქცევა, რადგან მან გამოიყენა შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ენა.
ნახევარმცველს ბრალდებებზე პასუხის გასაცემად ვადა 19 სექტემბრამდე აქვს.