"მანჩესტერ იუნაიტედი" გორეცკას უმიზნებს - "ბაიერნიდან" წასვლას არც ფეხბურთელი გამორიცხავს

AutoSharing Option
AS-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "ბაიერნის" 29 წლის ნახევარმცველის ლეონ გორეცკას დამატებას შეეცდება.

ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მიუნხენელთა ახალი მწვრთნელი ვინსენ კომპანი არ სწყალობს და ძალიან მცირე სათამაშო დროს აძლევს.

გამოცდილმა შუახაზელმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 წუთი ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე "დინამოსთან" მოგებულ 9:2 შეხვედრაში კი მოედანზე ბოლო 10 წუთი დაჰყო და გოლიც შეაგდო.

თუ სიტუაცია არ შეიცვლება, "ალიანს არენადან" აბარგების ვარიანტს თავად ფეხბურთელიც განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული