"ლივერპული" ვან დეიკს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ლივერპული" გუნდის მცველთან და ერთ-ერთ ლიდერთან, ვირჯილ ვან დეიკთან, კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

ნიდერლანდელს "მერსისაიდელებთან" მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება და ინგლისურ კლუბს სურს, რომ შეთანხმება 2027 წლამდე გაგრძელდეს.

ინფორმაციისთვის, "ლივერპულთან" კონტრაქტები ამ ზაფხულს კიდევ ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს, მოჰამედ სალაჰსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ეწურებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული