ჟურნალისტი ნატან გისინგა იტყობინება, რომ ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდა, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და მას დღეს წარადგენენ.
ტუხელს წელიწადნახევრიან კონტრაქტს გაუფორმებენ, სამუშაოს 1-ელი იანვრიდან შეუდგება, მისი წლიური ხელფასი კი 4.5-5 მილიონი ფუნტი იქნება.
ინგლისის ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტი 16 ივნისს გარეთ საუთგეიტმა დატოვა, ხოლო დროებით მის მოვალეობას ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავკაცი ლი კარსლი ასრულებდა.