მანჩესტერ იუნაიტედი ორ მწვრთნელს დაუკავშირდა

AutoSharing Option
დიდი შანსია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერიკ ტენ ჰაგმა დატოვოს. Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკას ინფორმაციით, ინგლისელები ედინ ტერზიჩს დაუკავშირდნენ, ხოლო ფლორიან პლატენბურგის ცნობით, "ეშმაკებმა" რუბენ ამორიმუს თაობაზე "სპორტინგს" მიმართეს. 

ჩრდილოინგლისურ კლუბში ნიდერლანდელი ტენ ჰაგის მუშაობით უკმაყოფილოები არიან, რაც პრემიერლიგის ცხრილში გუნდის მე-14 პოზიციაზე ყოფნის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის. 

ბრიტანელთა შორტლისტში "დორტმუნდის" დამრიგებელი ედინ ტერზიჩი და ლისაბონის "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმუ არიან. 

41 წლის ტერზიჩთან კონტაქტი უკვე შედგა და მსუბუქი ფორმებით მოლაპარაკებები ზაფხულის ბოლოს დაიწყო. რაც შეეხება ამორიმუს, იუნაიტედმა "სპორტინგს" მისი გამოსყიდვის
პირობების გაცნობის მიზნით მიმართა. 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული