"ქალაქელები" ახლა ვალდებულნი არიან, ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაშინ როდესაც მენდი გაუპატიურებაში იყო ბრალდებული და შესაბამისად გუნდიდან მოკვეთილი, აუნაზღაურონ.
ფრანგმა კლუბს 11 მილიონი ევრო მოსთხოვა და თანხის დიდ ნაწილს მიიღებს. სასამართლომ გადაწყვიტა სრულად არ დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგან ფეხბურთელმა პატიმრობაში 5 თვე გაატარა.
უახლოეს მომავალში მანჩესტერ "სიტი" ვალდებულია მენდისთან შეათანხმოს გადახდების ოდენობა და სქემა. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ, მაშინ ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს.