რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ

AutoSharing Option
The Telegraph-ის ინფორმაციით, უეინ რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან, ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი "პლიმუთიდან" დაითხოვონ.

"შრეკის" ხელმძღვანელობით გუნდს მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგები აქვს, 18 ტურის შემდეგ კლუბი 17 ქულით 21-ე ადგილზეა. ბოლო ორ ტურში "პლიმუთი" ორჯერ დამარცხდა საერთო ანგარიშით 1-10.

ჯერჯერობით ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და რუნის მდგომარეობის გამოსასწორებლად კიდევ ერთი შანსი მისცა. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი ადრე "ბირმინგემის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული