ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შემდეგ მწვრთნელი ორმა გუნდმა დაითხოვა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ჩემპიონატის ორმა აუტსაიდერმა ვულვზმა და "საუთჰემპტონმა" დაითხოვა.

პირველმა საკუთარ მოედანზე ასევე დარჩენისთვის მებრძოლ "იფსვიჩთან" 1:2 წააგო, რაც აწ უკვე ყოფილი დამრიგებლის გარი ონილისთვის ბოლო აღმოჩნდა.

რაც შეეხებათ "წმინდანებს", კლუბი საშინაო კედლებში "ტოტენჰემთან" 0:5 განადგურდა და მთავარი მწვრთნელ რასელ მარტინი გადააყენა.

"ვულვზის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, "საუთჰემპტონს" კი დროებით სიმონ რასკი დამოძღვრავს, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული