პირველმა საკუთარ მოედანზე ასევე დარჩენისთვის მებრძოლ "იფსვიჩთან" 1:2 წააგო, რაც აწ უკვე ყოფილი დამრიგებლის გარი ონილისთვის ბოლო აღმოჩნდა.
რაც შეეხებათ "წმინდანებს", კლუბი საშინაო კედლებში "ტოტენჰემთან" 0:5 განადგურდა და მთავარი მწვრთნელ რასელ მარტინი გადააყენა.
"ვულვზის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, "საუთჰემპტონს" კი დროებით სიმონ რასკი დამოძღვრავს, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.