"ლივეპრული" ნუნიესის შემცვლელის ყიდვას "ბრაიტონიდან" აპირებს

AutoSharing Option
Empire of the Kop-ის ინფორმაციით, "ლივერპული" "ბრაიტონის" 23 წლის ფორვარდის ჟოაო პედროს შეძენას აპირებს და ის დარვინ ნუნიესის შემცვლელად ჰყავთ შეგულებული.

გავრცელებული ცნობით, "მერსისაიდელები" მზად არიან, პედროსთვის "თოლიებს" 50 მილიონი ევრო გადაუხადონ. "ლივერპულის" ხელმძღვანელებს მოსწონთ ბრაზილიელი ფორვარდის მრავალმხრივი უნარი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ შეტევის ცენტრში, არამედ ფლანგზეც თამაში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ჟოაო პედრომ "ბრაიტონში" 24 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული