"ტორინო": ბელოტი არ გაუშვეს, აიეტს ხელი დაუქნიეს

AutoSharing Option
"ტორინოს" პრეზიდენტმა ურბანო კაირომ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა, განაცხადა რა, რომ გუნდის ლიდერი ანდრეა ბელოტი მომავალ სეზონსაც "გრანატაში" გაატარებს.

"ბელოტი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გვყავს კიდევ არაერთი ძლიერი მოთამაშე, მაგრამ ბელოტიმ ყველაფერი დიდებულად გააკეთა - ბევრი გოლი გაიტანა. რაც შეეხებათ საპატასა და ტონელის შესაძლო მოსვლას, გეტყვით, რომ მე არცერთ მათგანთან არ მილაპარაკია და არც "ტორინოს" რომელიმე წარმომადგენელს ჰქონია მათთან კონტაქტი", - განაცხადა "ტორინოს" პირველკაცმა.

ბელოტი კი რჩება, მაგრამ გუნდიდან წავიდა ალბანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ცენტრალური მცველი არლინდ აიეტი, რომელიც "ტორინომ"
"კროტონეში" გაანათხოვრა. ფეხბურთელის ახალი კლუბი, სურვილის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს.

23 წლის ფეხბურთელი "ტორინოს" თავის დროზე დიდი იმედით შეუერთდა, მაგრამ ძირითადში ადგილი ვერ მოიპოვა და იტალიურ საფეხბურთო ელიტაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა ორივე კლუბმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სატესტო კომენტარი
test
09:40 03-08-2017
0

სიახლეები პოპულარული