რიად მაჰრეზი "რომაში" გადასვლის სურვილს საჯაროდ აფიქსირებს

AutoSharing Option
"ლესტერის" ალჟირელი ლიდერი რიად მაჰრეზი იტალიურ "რომაში" გადასვლის სურვილს ღიად აფიქსირებს. 26 წლის შემტევის თქმით, ამჟამინდელი კლუბი მას "ჯალოროსისთან" მოლაპარაკებების წარმოების უფლებას არ აძლევს.

- შექსპირი მაჰრეზს ემუქრება

"ვიცი, რომ "რომამ" "ლესტერს" მიმართა, მაგრამ წინადადება მიღებული ჯერ კიდევ არაა, რის გამოც, არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

"რომა" დიდი კლუბია, რომელტან მოლაპარაკებების წარმოება მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, სანამ "ლესტერი" ამის უფლებას არ მომცემს. წინ კიდევ ერთი თვეა და ვნახოთ რა მოხდება.

- რიად მაჰრეზი "რომას" უახლოვდება

"ლესტერმა" ამ საკითხზე ჩემი პოზიცია იცის.
ამის მიუხედავად, კლუბისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანას განვაგრძობ." - ციტირებს მაჰრეზის სიტყვებს Sky Sports-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული