"მილანის" სპორტული დირექტორი ზლატანზე: არასოდეს თქვა არასოდეს!

AutoSharing Option
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ "როსონერიში" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნების თაობაზე კომენტარი გააკეთა და არაორაზროვნად დასძინა: "არასოდეს თქვა - "არასოდეს"!

ზლატანი "მილანში" 2010-12 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით მან 56 გოლი შეაგდო. საინტერესოა, რომ ტრანსფერის შემთხვევაში იბრა მილანურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რაკი მას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს.

"იბრაჰიმოვიჩი? საერთოდ, ცხოვრებაში ასეა - არასოდეს უნდა თქვა - "არასოდეს"! შეიძლება, ჩვენთან ძველი შეგრძნება დაბრუნდეს", - მიანიშნა მირაბელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული