ზლატანი "მილანში" 2010-12 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით მან 56 გოლი შეაგდო. საინტერესოა, რომ ტრანსფერის შემთხვევაში იბრა მილანურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რაკი მას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს.
"იბრაჰიმოვიჩი? საერთოდ, ცხოვრებაში ასეა - არასოდეს უნდა თქვა - "არასოდეს"! შეიძლება, ჩვენთან ძველი შეგრძნება დაბრუნდეს", - მიანიშნა მირაბელიმ.