ბენედიქტ ჰიოვედესი ტურინის "იუვენტუსში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" გელზენკირხენის "შალკესგან" გერმანიის ნაკრების 29 წლის მცველის ბენედიქტ ჰიოვედესის არენდით აყვანა იუწყა.

ერთსეზონიანი იჯარა ბიანკონერის 3.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო თუ ბენედიქტმა 25 მატჩზე მეტში მიიღო მონაწილეობა, გაისად კიდევ 13 მილიონს გადაიხდიან, კონტრაქტს გამოისყიდიან და ამ თანხას ორი წლის მანძილზე დაფარავენ.

ჰიოვედესი "ხუმარების" აკადემიის აღზრდილია, კაპიტანი იყო, გაბრაზდა გუნდისთავობა რომ ჩამოართვეს და ამიტომ გამოიცვალა ნავთსაყუდელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული