სერია A: ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს?

AutoSharing Option
იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელებისა და მომუშავე მწვრთნელების ანაზღაურება შეისწავლა და დაადგინა, რომ ყველაზე კარგი ხელფასები "მილანსა" და "იუვენტუსში" აქვთ.

სერია A-ში ყველაზე მაღალი ხელფასი "იუვენტუსიდან" "მილანში" ცოტა ხნის წინ გადასულ ლეონარდო ბონუჩის აქვს. 30 წლის ცენტრალური მცველი წელიწადში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების გათვალისწინებით კი, მან, შესაძლოა, 10 მილიონიც მიიღოს.

მომდევნო ადგილებს "მილანისა" და "იუვენტუსის" ფეხბურთელები იკავებენ: გონსალო იგუაინი - 7.5 მილიონი; პაულო დიბალა - 7 მილიონი; დუგლას კოშტა - 6 მილიონი; ჯანლუიჯი დონარუმა -
6 მილიონი ევრო.

მწვრთნელებს შორის ყველაზე დიდი ხელფასი, 7 მილიონი ევრო "იუვენტუსის" დამრიგებელს, მასიმილიანო ალეგრის აქვს. საინტერესოა, რომ გუნდში მასზე მეტს მხოლოდ გონსალო იგუაინი გამოიმუშავებს. მე-2 ადგილზე, 4-მილიონიანი ხელფასით, მილანის "ინტერის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული